“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ მერიას დასუფთავების სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ხელფასი მოემატებინა, დიდი ოდენობის თანხა ვაკეში დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე დახარჯა. გიორგი ნონიაშვილმა სპეციალურ ბრიფინზგე განაცხადა, რომ მთავრობა არათუ მათი პრობლემებით ინტერესდება, არამედ მათ ემუქრება კიდეც.