კორონა ვირუსით ინფიცირების გზარდილი მაჩვენებელი. უკვე რამდენიმე დღეა,ვირუსით ინფიცირების რიცხვი 4-ათასზე მაღალია. ბოლო 24 საათში ვირუსი, 4 216 ადამიანს დაუდასტურდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა. დედაქალაქში ისევ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთი. ამ ეტაპზე კლინიკებში, სულ 6 426 ადამიანი მკურნალობს, მათგან 1 303- მძიმე პაციენტია. 32 300 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების თქმით, პიკის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე ეს ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში იყო. ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინიტრო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს.
კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით, ამ ეტაპზე სულ აცრილია – 606 988 პირი. Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინიტრი და საქართველოში ამერიკის ელჩი ადგილზე გაეცნენ. მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია.