“ბიძინა გისმენთ” – ამ ბანერით, სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უკანონო მოსმენები გააპროტესტეს. საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, “მთავარი არხის” ეთერში გახმოვანებულ კრებსებს. დოკუმენტებით ირკევევა, რომ სუს-ი უსმენს ყველას, მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ბიზნესის წარმომადგენებს და ჟურნალისტებს. უკანონო ჩანაწერების თემიღ, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მმართველი პარტია, მისი მთავარი დაპირების მიუხედავად, უკანონო მოსმენებს აგრძელებს.