მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დღეს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალით დასრულდა. საერთაშორისო სწავლება საქართველოში მეათედ ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. სწავლება საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავდა. სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, აშშ-ის ელჩმა და მთავრობის სხვა წევრებმა.