“თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო” -ამ სიტყვებით იწყება ის წერილი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა”, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა. ვრცელ წერილში პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი პუტინს საქართველოში სიტუაციის განმუხტვას და დიალოგის აღდგენას სთხოვს. ინაშვილი მის ღია მიმართვაში შტატებს თავს უკვე დაუფარავად ესხმის და შავ ზღვაში ნატოს წვრთნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ვრცელ წერილს ხელს აწერენ პარტიის წევრები, რომლებიც ტექსტის შინაარს იზიარებენ.
“პატრიოტთა ალინსის” მიმართვაში ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ნიშნები დაინახა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა გაცხადებული არჩევანი ევროპაა, ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებები ქართული სახელწმიფოს სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ოპოზიცია უკვე დარწმუნებულია, რომ ინაშვილის პარტია საქართველოში ოკუპანტი რუსეთის ინტერესების ღია გამტარებელია.