“სატელევიზიო არხების უმეტესობას და პოლიტიკოსებს მომავალტან დაკავშირებით დისკურსი არ გააჩნიათ” | 03.08.2021

განცხადებები პრემიერ-მინიტრმა დღეს, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა და მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას მან თქვა, რომ ტელევიზიების უმეტესობა ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას აღვივებს. მისი თქმით, სატელევეზიო არხების უმეტესობას და პოლიტიკოსებს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით დისკურსი არ გააჩნიათ.  ღარიბაშვილმა ისინი საზოგადოების “დაზომბირებაშიც” დაადანაშაულა. როგორც დღევანდელ ჭონისძიებაზე ითქვა,  სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია – ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი. სახელმწიფო მინიტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი გაიზარდოს.