საქართველოს მთავრობის მეთაური სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის რაც “მთავარი არხის” ეთერში გავიდა ბინძური პროვოკაციაა, რომლის მიზანიც სუს-ის იმიჯის დაზიანებაა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ლილუაშვილის უწყება ჟურნალისტებს, დიპლომატებს და მოქმედ მაღალჩინოსნებს უკანონოდ არ უსმენს.