ქვეყნაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიური შემთხვევების რაოდენობით საქართველო ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8%. ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას ურჩევენ. რაც შეეხება ვაქცინირებულების სტატისტიკას, სულ აცრილია – 506 000-ზე მეტი ადამიანი. დღიურად აცრილია – 11 126 პირი.