როგორც ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს. საგამოძიებო უწყებას, ეჭვები საქართველოს მაქალაქეზე აქვს. საქმის სხვა დეტალებზე საუბრისგან მინისტრი ამ ეტაპზე თავს იკავებს.
მინისტრმა კონკრეტული პასუხები არ გასცა არც კითხვას, რომელიც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა დასჯაზე დაისვა. გომელაური ამბობს, მხოლოდ იმას, რომ გამოძიება დაწყებულია. მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა დაგმო, თუმცა ისიც თქვა, რომ 53 მედიის წარმომადგენელი ნაცემად ვერ ჩაითვლება, რადგან ამის მტკიცებულებები არ არსებობს.