“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “20 ივნისისა” და “სირცხვილიას” აქტივისტები მივიდნენ. მათ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და მთავრობის მეთაურს გადადგომა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს. მოთხოვნებს შორის არის 5 ივლისს, მედიაზე განხორციელებული ძალადობის ორგანოზატორების დასჯა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.