“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. უკვე რამდენიმე საათია ექსპერტები კომპანიის დოკუმენტაციას სწავლობენ, თუმცა რას ეძებენ ზუსტად ჯერ უცნობია. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა არ აქვთ გარანტია, რომ საგადასახადო ინსპექცია გაყალბებულ დასკვნას არ დადებს. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ფინანსურმა უწყებამ ირაკლი კობახიძის დავალება შეასრულა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური არხების შავ ფინანსებზე ისაუბრა.
ნიკა გვარამიას პასუხად განცახდება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოწმება გეგმიურია და ის არა “მთავარ არხს” არამედ სარეკლამო სააგენტოს ეხება. უწყების თქმითვე, არხმა ეს ფაქტი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა.