უპრეცედენტოთ მაღალი აქტივობა, ვაქცინაციის პროცეში. 15:00 საათის მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ 120 000-ზე მეტმა ადამიანმა დაჯავშნა. სარეგისტრაციო პორტალზე სულ გამოტანილია 150 000 დოზამდე ვაქცინა. რეგისტრაცია, დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი” ჩამოვიდა.
ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა, რომელიც საქართველოს აშშ-ს მთავრობამ გადასცა, საქართველოში გასულ ღამით ჩამოვიდა. ვაქცინის ჩამოტანას აეროპორტში პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი დახვდნენ. მათ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს. ქართუმა მხარემ ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველომ საჩუქრად მიიღო “ასტრაზენეკას” 15 000 დოზა ლიეტუვასგანაც . ვაქცინები თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოვიდა. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოში ლიეტუვას ელჩის დახვდნენ. ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 2 617 ადამიანი დიანფიცირდა, ხოლო 9 ადამიანიგარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 6%. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ვაქცინაციას და რეგულაციების დაცვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცვხული, ქვეყანაში რეგულაციების დაწესება ისევ აუცილებელი გახდეს.