დღეს დილით თბილისილელებს ქუჩები პოსტერებით დახვდა აჭრელებული. “არა ნაცებს”, “არა ძალადობას” – ამ წერწერის პლაკატებზე ის მედიამენეჯერები და სამოქლააქო აქტივისტები არიან გამოსახულები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემას ღიად ამხელენ. სისხლით შეღებილ პლაკატებს, რომლის თავზეც ლგბტ დროშაა გამოსახული, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად აკრავდნენ, კამერის დანახვაზე კი გარბოდნენ.
პლაკატები გააკრეს ყველგან – გაჩერებებზე, კედლებზე, ბოძებზე. თბილისი, რომელიც დაპირების მიხედვით სიცოცხლით სავსე ქალაქი უნდა გახდეს, ახლა ამ აგრესიული ფოტოების ალყაშია. ჯერ უცნობია ვინ დგას დღეს წამოწყებული ამ კამპანიის უკან, თუმცა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” ორგანიზებით ხდება. მიზანი კი ერთია – საზოგადოება აგრესიისკენ განაწყონ და ძალადობა აიძულონ.
პლაკატებზე ადგილი გამოინახა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ხელისუფლების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები არიან. მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ისეთი მეთოდების გამოყენება დაიწყო, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მეთოდებს საუკეთესოდ მიესადაგება.
თბილისის ქუჩებში დღეს გამოკრული პლაკატებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია დაიწყო, ამაში ოპოზიცია დარწმუნებულია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ წაგების პირას მდგარი “ოცნება” მთელ ფსონს აგრესიაზე დებს და ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ზალადობრივი კამპანაი თბილისის მერის, კახა კალაძის გარეშე სისრულეში ევრ მოვიდოდა.
თბილისის მერია მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ პასუხობს და მომხდარზე პასუხსიმგებლობას მოქალაქეთა ერთ ჯგუფს აკისრებს. თბილისის მერიის განცახდებაში ვკითხულობთ, რომ პლაკატები იერსახეს ამახინჯებენ, ამიტომ ჩამოიხსნება, კანონდამრღვევები კი დაჯარიმდებიან.
ეს არის არის პირველი შემთხვევა, როცა ქალაქი ამ შინაარსის პლაკატებმა მოიცვა. იგივე მოხდა 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. რა იქნება შემდეგი – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ოპოზიციას უჭირს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის გასაშავებლად ყველა ზომას მიმართავს.