საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ჩატარებული 38 945 ტესტიდან კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ქვეყანაში გართულებული მდგომარეობის მიზეზად ახალი შტამების ცირკულირებას და შეზღუდვების შემსუბუქებას ასახელებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა “ფაიზერი” საქართველოში დღეს ჩამოვა. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას არწმუნებს რომ სარეგისტარციო პორტალი გამართეს და მოსახლეობას რეგისტრაციისას პრობლემები აღარ შეექმნება. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მოქალაქეები და ექიმები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.