“ნაციონალური მოძრაობა” ქალ დეპუტატებზე განხორციელებულ ძალადობის გამო, პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს. განცხადება ანი წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა პარლამენტის კანცელარიაში უკვე შეიტანეს. საუბარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ქმედებაზე, რომელმაც 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალის გამოყენებით, გაიყვანა. ოპოზიციონერ დეპუტატებს იმედი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების” მამაკაცი დეპუტატების მხრიდან განხორციელებული ქმედებები ობიექტურად შეფასდება, ამიტომ საკითხზე დავას სასამართოში აპირებენ.