“ქართული ოცნება” გაბუტულია. მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ კრიტკული მედიის კითხვებს არ უპასუხონ. დეპუტატები ამბობენ, რომ მედიის წარმომადგენლები პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რის გამოც ოთხ ოპოზიციურ არხს, “კავკასიას”, “მთავარს” , “ტვ პირველსა” და “ფორმულას” ბოიკოტს უცხადებენ. “ქართული ოცნება” დღეიდან კომენტარებს მხოლოდ იმ მედიასთან აკეთებს რომელიც თავად მოსწონს. ამბობენ, რომ ამ ოთხ ტელევიზიას კომენტარს იქამდე არ მისცემენ ვიდრე მათი, მენეჯერები პოლიტიკური დივიდენდების დაწერას არ მოეშვებიან და ობიექტურად ინფორმაციის გაშუქებას არ დაიწყებენ.
მმართელი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია უგუნურობას უწოდებს. თვლიან, რომ “ქართულ ოცნებას” ჟურნალისტებტან კომუნიკაციის ეშიანია, რადგან მათ არ აქვს პასუხები იმ კრიტიკულ კითხვებზე, რომლებიც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეს ისმევა.