“თქვენ გარდააცვალეთ ლექსო ლაშქარავა” – ამ სიტყვების ადრესატი მედიაა. “ტვ პირველის” ოპერატორის დაკრძალვის დღეს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ჟურნალისტები ძალადობისა და გარყვნილების წახალისებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რაც 5 ივლისს მოხდა დავიმსახურეთ. მეუფე ანტონის განმარტებით, სასულიერო პირები ძალადობრივ მოწოდებებს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სიმართლის დაცვა უწევთ. ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი კი ფიქრობს, რომ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის, ჟურნალისტებმა.