კორონავირუსის გამო ერთიან ერვნულ გამოცდებზე დასწრება დღეს 30-მა აბიტურიენტმა ვერ შეძლო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით დღეს მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტების დაახლოებით 94% გამოცხადდა. იმ აბიტურიენტებისთვის კი რომლებმაც კორონავირუსის გამო გამოცდაზე მისვლა ვერ შეძლეს დამატებითი სესია დაინიშნება. სოფო გორგოძის თქმით საგამოცდო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.