პარლამენტის საპროცედურულო საკითხთა კომიტეტი უახლოეს დღეებში იმ დეპუტატების საკითხს განიხილავს, რომლებმაც სხდომების დიდი ნაწილი არასაპატიო მიზეზის გამო გააცდინეს. მანდატების გაუქმება ყველაზე მეტად ზურაბ ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას ემუქრებათ, რომლებიც ხსდომებს ამ დრომდე არ ესწრებიან. ოპოზიციისთვის პარლამენტში წამოწყებული პროცესი აბსურდულია, რადგან მათი თქმით, გაცდენები ოპოზიციური ბოიკოტის დროს დაგროვდა, ეს კი მათი უფლება იყო. მმართველი პარტია კი ოპოზიციას ისევ წინა თვეების მოვლენებს ახსენებს და მათ საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. მანდატების შეწყვეტის საკითზე საპროცედურო კომიტეტის სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა დეპუტატების არ გამოცხადების გამო გადაიდო.