დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ოთხივე ბრალდებულმა ორგანიზებულ დანაშაულში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება წამახალისებელი იქნება.
ასე მიმართა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე თემურ ხარაულის ადვოკატმა ჟურნალისტებს. მისი განცხადებით, ვიდეოკადრებში წარმოდგენილი პირი თემურ ხარაული არ არის და მას ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ბრალს არ აღიარებენ თავად მოძალადეები. „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულმა აკაკი ნაკაშიძემ განაცხადა, რომ “ცოტა ზედმეტი მოუვიდა”. თავს უდანაშაულოდ თვლის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორზე თავდამსხმელი ილია ქებაძეც.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა – თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ პირველი“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორი პირი – თემურ ხარაული და ილია ქებაძე კი რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს და 5 ივლისის საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.