მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ხუთ პირს წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. 5, 6 ივლისის მოვლენებზე ამ დროისთვის ბრალი 8 მოქალაქეს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 25 ადამიანი. მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.