ირაკლი ღარიბაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და იმ მოძალადე ჯგუფების ქმედებები დაგმო, რომლებსაც მწვანე შუქი გუშინ თავად აუნთო. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს და ყველა დამნაშავე დაისჯება, თუმცა კითხვაზე რატომ არ ან ვერ დაიცვეს გუშინ იმავე სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, ღარიბაშილმა ჟურნალისტებს არ უპასუხა და გაიქცა.
ვის ეკსირება პასუხისმგებლობა გუშინდელი მოვლენების გამო – ამ კიტხვაზე პასუხს დღეს თავი აარიდეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. როგორც ამბობენ ჟურნალისტებზე თავდასხმა მათთვის მიუღებელია, თუმცა თვლიან, რომ სამართალდამცველებმა გუშინ ადეკვატურად იმოქმედეს.
მთავრობის წევრებისგან განსხვავებით დღეს მწვავე შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავა ჰომოფობიური დაჯგუფებების მიერ გამართულ აქციას და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. სპიკერმა ფაქტს სამარცხვინო უწოდა და სამართალდამცავ უწყებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. “სტრატეგია აღამშენებელის” ლიდერმა კი პარლაემნტის თავმჯდომარეს წინადადებით მიმარტა, რომ რიგგარეშე სისიაზე პრემეირ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მიიწვიონ. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი ძალადობრივი მოვლენები წინასწარ ორგანიზებული იყო.
პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის ფონზე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც რჩებათ განცდა, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები პოლიტიკური დავალებით მოქმედებდნენ. პოლიციას კი მითითება ჰქონდა, რომ ძალადობრივ ფაქტებზე რეაგირება არ მოეხდინა. ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოძალადეები დაისჯებიან, ამიტომ ისინი ირაკლი ღარიბაშვილის და ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებენ ‘ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავმა უწყებამ გუშინდელ ამოცანას თავი გაართვა. დეპუტატები მომხდარში ვერც ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას ხედავენ და არ ფიქრობენ, რომ ძალადობა პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა.
რუსთაველის გამზირზე ვითარება გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხედომაზე განაცხადა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობისთვის ის მიუღებელია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. ამ განცხადებიდან მალევე კი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაიწყეს. ძალადობრივად შეცვივდნენ და დაარბიეს თბილისი პრაიდის და “სირცხვილიას” ოფისები. დაჭრეს პოლონელი ტურისტი და თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს მათი ჩაცმულობის გამო. 5 ივლისის მოვლენების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.