მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა მათი კარვების დაზიანების გამო, დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ამბობენ, რომ თუ გენერალური პროკურატურა ამ საქმეს თაროზე შემოდებს და გამოძიებას გააჭიანურებს – ეს დაადასტურებს, რომ გუშინ, მასმედიის წარმომდგელებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და კარვების ქალაქის განადგურება მიზანმიმართული და “ქართული ოცნების” მიერ მართული იყო.