“პასუხისმგებლობის მშვიდოებიან დემონსტრანტებზე გადატანით ღარიბაშვილმა ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა” – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შემაშფოთებლად მიიჩნევს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ომბუდსმენი გომელაურის უწყებას ასევე მოუწოდებს, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.