არასამთაბრობო სექტორი პარლამენტის მიერ ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თვლიან, რომ კანონი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას და საშუალებას აძლევს სამართალდამცავებს ჩხრეკის/ამოღების პროცესში თვითნებურად იმოქმედონ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხარვეზები კანონში ისევ დარჩა და პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია – სავალდებულო გაეხადა ჩხრეკა-ამოღების დროს ნეიტრალური მტკიცებულების და ნეიტრალური მოწმის წარგდენა.