ხმაურისა და მწავე ურთიებრალდებების შემდეგ ოპოზიციამ იურიდიული კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომაზე მწვავე დებატები მოსამართლეების დანიშვნის საკითხს მოჰყვა, რომლის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტები დარბაზიდან ცინიკური ფრაზების ფონზე გააცილა. ოპოზიციამ დღეს “ქართული ოცნებისთვის” იმის ახსნა სცადა, რომ თუ მოსამართლეების დანიშვნა სასაამრთლოს საბოლოო რეფორმამდე არ შეჩერდება, ეს მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევა იქნება. “ქართულმა ოცნებამ” კი ოპოზიციას ტრადიციულად ისევ 9 წელი გაახსენა და 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაში ოპონენტებს დასდო ბრალი.