ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჯანდაცვის მინისტრის და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯაღმაიძის განმარტებით, ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში აშენდება, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, საქართველოში არსებული დიდ ბავშვთა სახლების მიმართულებით განხორციელდეს. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და World vision-ის წარმომადგენელი.