ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცესში მომავალი კვირიდან ჩაერთვება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 363 874 გახდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 808 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 350 466-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა.