საკანონმდებლო ორგანოში მისულ ირაკლი რარიბაშვილს და დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრებმა სიმბოლური სურფა გაუშალეს და ლარი და 30 თეთრის ღირებულების ის ულუფა მიუტანეს, რომლითაც მოქალაქეები უფასო სასადილოებში იკვებებიან. ამ პერფორმანსით ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მწირია ის საკვები რაციონი, რომელსაც უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სთავაზობენ. “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის, თეონა ჭალიძის თქმით ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.