699 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი – ასეტია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. გასულ დღე-ღამეში საეჭვო სიმპტომების გამო 34 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 2%-ზე მეტია. ახალი შემთხვევების უმეტესობა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე იმერეთი, ხოლო მესამეზე – ქვემო ქართლია. ბოლო 24 საათში ვირუსი 614-მა პირმა დაამარცხა, ჯამში განკურნებულთა რიცხვი 348 267 ადამიანს შეადგენს. COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 362 183-ს შეადგენს, გარდაცვლილია 5 237 პირი. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში 3201 ადამიანი აიცრა, ჯამურად ჩატარებულია 248 545 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებული 90 870 პირია.