აქცია “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისთან – ადგილზე პენსიონერები შეიკრიბნენ და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა და საპროტესტო ბანერის გაკვრაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ადგილზე მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორი “სტრატეგია აღმაშენებლია”. როგორც პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, “ლიბერთი ბანკი” სესხებს ყველაზე მაღალ პროცენტებში გასცემს, რაც ისედაც ყველაზე მოწყვლად ფენას, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.