დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ჩვენება ორმა სამართალდამცველმა მისცა. მოწმეების განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე პოლიციელების მისამართით აგრესია ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ადვოკატის თქმით, მოწმეებმა ტენდენციური პოზიცია გამოავლინეს. ბრალდების მხარე კი დღევანდელი ჩვენებებით საკუთარი პოზიციის გამყარებას ცდილობს. პროკურორი ამირან გულუაშვილი, აცხადებს, რომ 20-21 ივნისის აქცია თავიდან მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა, სიტუაცი კი სწორედ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. თავად ნიკა მელია პროცესს არც დღეს ესწრებოდა.