ჩატარდება თუ არა 5 ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდი“ – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პრაიდის ორგანიზატორეს ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება. განცხადება ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. მმართველი გუნდის ლიდერის პოზიციას იზიარებენ “ქართული ოცნების” დეპუტატებიც. ამბობენ, რომ პრაიდის მიზანი ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალადობის წახალისებაა. მმართველი პარტიის პოზიციის მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული აუცილებლად გაიმართება.