საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ვირუსს უკვე 5131 პირი ემსხვრპლა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 593 ტესტიდან კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა რაოდენობა 357 591-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 376 ინფიცირებული დედაქალაქში დაფიქსირდა, მეორე ადგიზლე 72 შემთხვევით იმერეთია, ხოლო მესამეზე შიდა ქართლი, სადაც კორონავირუსი 41 ადამიანს გამოუვლინდა. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 9 057-ია, მათ შორის 659 მძიმე პაციენტია.