“დასაქმებული მონა არ არის” – პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში დასაქმებულების უფლებები დაცული არ არის და როგორც წესი მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. გამოსავალს აქციის მონაწილეები კანონის ცვლილებაში ხედავენ, სწორედ ამიტომ, მათ საკანონდებლო ორგანოში კანონპროექტი წარადგინეს. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან, რომლებსაც ბიზნესები აქვთ, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაშტაბურ აქციებს აანონსებენ.