გადამდგარი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ, ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა ამ დრომდე არ წყდება. კრიტიკის მიზეზი, გახმაურებული სპეცოპერაციები და 20 უვნისის მოვლენებია. კახა კუჭავა ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს გახარიამ პასუხები ან საგამოძიებო უწყებაში ან პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან უნდა გასცეს.