811 ინფიცირებული, 13 გარდაცვლილი და 672 გამოჯანმრთლებული – ასეთია კორონავისუსის სტატისტიკა ქვეყანაში. ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 668 ტესტიდან კოვიდდადებითი 811 ადამიანი აღმოჩნდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 356 179-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 13 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რიცხვი 5096 მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 470 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე 69 შემთხვევით იმერეთია, ხოლო მესამეზე – აჭარა და ქვემო ქართლი, სადაც 53 ინფიცირებული გამოვლინდა.
ქვეყანაში გავრცელება დაიწყო ინდურმა შტამმაც. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით ამ დროისთვის ე.წ ინდური შტამით 18 ადამიანია ინფიცირებული. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ინდური შტამის გავრცელება მოსალოდნელი იყო.