ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ, თეთრი სახლი 36-პუნქტიან განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია საქართველოზეც. ნათქვამია, რომ განახლებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ. განცხადებაში, დაგმობილია რუსეთის მიმდინარე ქმედებები, მათ შორის კრემლის ნაბიჯები, ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
“ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ,”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.