არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამართლიანი არჩევნები”, 2021 წლის თვითმართველობის არჩეევნებამდე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია, “ქართული ოცნება”, საარჩევნო კამპანიის დაწყებმადე, უკვე აწარმოებს ინდივიდუალურ აგიტაციას მოქალაქეების მიმართ. კვევაში მოხვდა თანამდებობებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავსიუფლებისა და დანიშვნის რამდენიმე ფაქტიც. “ისფედი” ხაზს უსმევს, შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო რეფორმაა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის საკმარისი არ არის. ორგნიზაცია ყურდღებას ამახვილებს მედია გარემოზეც და ამბობს, რომ გახშირდა სხვადახვა მოტივებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტები