ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” საქართველოს მთავრობას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე საჯარო ინფორმაცია რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დახურულია. ოპოზიციის შეფასებით, ეს გაუმჭვირვალე ოლიგარქიულ მართველობასა და კორუფციაზე მიანიშნებს, სწორედ ამიტომ ისინი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ კანონდარღვევა დროულად გამოასწოროს.