დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში “ქართული ოცნების” ინიციატივით შედის. პოექტის მომზადების მიზეზად მმართველ პარტიაში 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში მოტივირებული საქმეები ისედაც არ გვხვდება, თუმცა ეს იქნება დამცავი მექანიზმი დეპუტატებისთვის. ცვლილებას მიესალმება ოპოზიციაც, ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა ახლა უფრო რთული გახდება.