ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მთავარ მოწმეზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მთავარ მოწმეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ის ისევ ალაპარაკდება. მას გამოძიებისთვის ჩვენება უკვე მიცემული აქვს. თუ ვინ ემუქრება საქმის მთავარ მოწმეს, ამაზე ანა აბაშიძე არ საუბრობს. ცნობილია, რომ ის უკვე სრულწოვანია და პანსიონი დატოვებული აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი ბენეფიციარისა და მისი ოჯახის დაცვას ითხოვს.
ზეწოლის ფატქების შესახებ ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველსაც და ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემტხვევები. ნინო ლომჯარიას თქმით, ის კონკრეტულ შემხთევევებს სწავლობს და მუდმივი კავშირი აქვს იმ ადამინებთან, ვინც პანსიონი დატოვა. ომბუდსმენი სრულ პასუხიმდგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ლომჯარია დღეს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი შეუშვას.
საპატრიარქო კი, ისევ უფლედამცველებს და არასამთვრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “პროპაგანდისტულ შტურმად” აფასებს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ძალადობას ამართლებს კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, თუმცა, ის ძალის გამოყენების წინააღმდეგია. ამბობს, რომ ძნელია ისე გაზარდო ბავშვი, რომ ხელი არ შეახო.
სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი უარყოფს ინფორმაციას, რომ პანსიონზე ჩვენების მიცემის გამო ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტ, ლუკა ხაჩიძეს სასწავლებელი დაატოვებინეს. მეუფე სპირიდონი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ სტუდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართა. შეგახსენებთ, 18 წლის ლუკა ხაჩიძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის, იმავე ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, წარსულში კი ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი. მას შემდეგ, რაც ლუკამ შუახევის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისცა ჩვენება, თუ რა ხდებობა ნინოწმინდის პანსიონში, ის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაძევეს. გამომძიებლის ოჯახში ღამისთევის შემდეგ, ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და სახალხო დამცველის დახმარებით თავშესაფარში დაბინავდა.
“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – ეს კითხვა დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დაუსვეს. მათ მედიისთვის განკუთვნილი ლოჟიდან სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. აქტივისტებმა პერფორმანსი პლენალურ სხდომაზე სესიის მიმდინარეობისას მოაწყვეს და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება გააპროტესტეს. მათ 13 ივნისს, 17:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქციაც დააანონსეს და განაცხადეს, რომ ყოველი სხდომა სწორედ ამ საკითხის განხილვას უნდა ეთმობოდეს. ახალგაზრდების პროტესტს დღეს სასეიო დარბაზში არავინ გამოხმაურებია. უმრვალესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა მხოლოდ ის, რომ მისთვის პერფორმანსი უცნაური იყო.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელს პანსიონში ისევ არ უშვებენ. ბოლო დღეებში კი დაწესებულებიდან 30-მდე ბავშვი გაიყვანეს.