საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 352 649-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი COVID-19-ს უკვე 5012 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გამოვლენილი 695 შემთხვევიდან თბილისში ვირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზე 64 შემთხვევით ქვემო ქართლია, ხოლო მესამეზე – იმერეთი, სადაც ინფიცირების 55 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 9 791-ია. მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 188 პირი იმყოფება.