„ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის“ – ადვოკატთა ასოციაციამ რეფორმების პაკეტი წარადგინა. ორგანიზაციის წევრები პარლამენტის, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, წინადადებებს სთავაზობენ. ასოციაციის წევრები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერებაზე. კიდევ ერთი საკითხი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კვალიფიციური იურისტის არჩევას ეხება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი კიდევ ერთხელ საუბრობენ, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება ხელისუფლებამ, შარლ მიშელის დოკუმენტით აიღო.