“ევროპული საქართველოს” წევრებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს და საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მხარდამჭერების ავტომობილებზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით სტიკერები გააკრეს და გორის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა, რაც ყველა სხვა პროდუქტის ფასზე გავლენას ახდენს. ამიტომ “ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის გაუქმებას ითხოვს, რაც საწვავის გაიაფებას ხელს შეუწყობს.