პროტესტის 221 ე დღე რიონის ხეობაში. ხეობაში შესავლელი ყველა გზა ამ დრომდე დაკეტილია. რიონის ხეობის მთავარი მცველის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ ადგილზე საწვავის მარაგი აღარ აქვს და შეტანას სხვადასხვა გზით შეეცდება. გოლეთიანი ვარაუდობს, რომ „ენკას“ წარმომადგენლები ხეობაში შესვლას ისევ პოლიციის დახმარებით შეეცდებიან. სწორედ ამიტომ, აქციის ორგანიზატორები სოფელ გუმათში კვლავ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.