19 გარდაცვლილი და 833 ახალი ინფიცირებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. გასულ დღე-რამეში 28 000-ზე მეტი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანი გაიტესტა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.95%-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 205 პაციენტი, შედეგად, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 33 072-ს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა 95% ქვეყანაში უკვე განკურნებულია.
რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, 24 საათში COVID-19-ის წინააღმდეგ 6158 ადამიანი აიცრა. ქვეყნის მასშტაბით ჯამურად 155 538 აცრაა ჩატარებული, ხოლო სრულად ვაქცინირებული 37 780 ადამიანია.