რა შანსები აქვს გიორგი გახარიას თვითმმართველობის არჩევნებზე – ყოფილი პრემიერის ყოფილი თანაგუნდელები გახარიას რეიტინგზე არ საუბრობენ და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ წიწილებს შემოდგომაზე დაითვლიან. გახარიას რეიტინგზე საუბარი უჭირთ ოპოზიციაშიც, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ექსპრემიერი “ქართული ოცნებისთვის” გამოწვევაა და ის მმართველ პარტიას ამომრჩევლის ხმებს წაართმევს.