გიროგი გახარიას პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნება, დღეს პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერის ამ გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელები კრიტიკულად ხვდებიან და მას პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებენ. ქართული ოცნების ლიდერებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა, გიორგი გახარიას მხრიდან, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბარი. უკვირთ, რატომ არ საუბრობდა ის ამ პრობლემებზე მაშინ, როცა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობას იკავებდა.
“ქართული ოცნება” ნომერი 2″ – ასე აფასებს პოზიციის გიორგი გახარიას ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას. ისინი ოპოზიციაში გადასულ ექსპრემიერს არაფორმარული მმართველობის ნაწილად აღიქვამენ და ბიძინა ივანიშვილის ახალ ძალად მიიჩნევენ.
ყოფილმა პრემიერმა ახალი პოლიტიკური გაერთიანერბა – “საქართველოსთვის” 29 მაისს დააფუძნა. მის გუნდში არიან მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები.