საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 4 773-ია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, 12207 კვლევა ჩატარდა. დადებითობის მაჩვენებელი – 2.96%-ია. რაც შეეხება ვაქცინირებულების სტატისტიკას, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ – 138 914 პირია აცრილი.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ფონზე, მოქალაქეევბის ნაწილი COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციებს მაინც არღვევს. პოლიციამ 351 ფაქტი გამოავლინა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 249 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 54 ფაქტი გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით დაჯარიმებას.